Uncategorized
Journalist
ცნობილი ბიზნესმენის 27 წლის ქალიშვილი მშობიარობიდან მეცხრე დღეს გარდაცვლილი იპოვეს
1 წთ კითხვა
2.3 ათ
მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენის 27 წლის ქალიშვილი მშობიარობიდან ცხრა დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, მაღალსართულიან შენობასთან, – იტყობინება ვებგვერდი MK.ru.
თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს და გარდაცვლილის ქმარი ადგილზე მივიდა, სადაც ერთ საათზე მეტხანს ტიროდა ცხედარზე. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა დედას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა და ორსულობამდე ფსიქოლოგებთან დადიოდა.
ტრაგედიის დროს ბავშვის გვერდით ქალის დედა და ძიძა იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის მამა ცნობილი მეწარმეა, მაღაზიების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების ქსელის მფლობელი.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
494 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



