აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასაკოვანი კაცი, ხოლო მანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
556 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



