ახალდაქორწინებულ ოჯახებსა და ახალშობილთა მშობლებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევს, თუმცა თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება
საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაწილი ახალდაქორწინებულ ოჯახებსა და ახალშობილთა მშობლებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევს, თუმცა თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში, დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება, ცალკე თანხაა გათვალისწინებული ტყუპის შეძენისას, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ახალშობილთა ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარებაც მოქმედებს.
2026 წლის შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დოკუმენტების მიხედვით, მუნიციპალიტეტებში განსხვავებული პირობები მოქმედებს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებული ოჯახი ერთჯერადად 5 000 ლარს იღებს. დახმარების მისაღებად მოქმედებს კონკრეტული პირობები, მათ შორის, მეუღლეების თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
შვილის შეძენის შემთხვევაში, დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით გაიცემა: პირველ შვილზე – 1 500 ლარი, მეორეზე – 3 000 ლარი, მესამეზე – 4 500 ლარი. მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში თანხა წინა ოდენობას კიდევ 1 500 ლარით აღემატება. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი ერთჯერადად 10 000 ლარს იღებს.
თიანეთში მოქმედებს ასევე ყოველთვიური დახმარება: პირველი შვილისთვის – 150 ლარი, მეორისთვის – 300 ლარი, მესამისთვის – 450 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში თანხა კიდევ 150 ლარით იზრდება. დახმარება ბავშვის ერთ წლამდე გაიცემა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2026 წელს ახალშობილის შეძენისას დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით გაიცემა: პირველ შვილზე – 1 000 ლარი, მეორეზე – 2 000 ლარი, მესამეზე – 3 000 ლარი, მეოთხეზე – 4 000 ლარი, მეხუთეზე – 5 000 ლარი და შემდეგაც იმავე პრინციპით იზრდება.
ტყუპების შემთხვევაში თანხა ბავშვთა რიგითობის მიხედვით განისაზღვრება – მაგალითად, თუ ტყუპები ოჯახისთვის პირველი და მეორე შვილები არიან, დახმარება შეადგენს 1 000 და 2 000 ლარს.
ამასთან, ახალშობილის ოჯახი ბავშვის ოთხი წლის ასაკამდე ყოველთვიურად 300 ლარს იღებს. განაგრძეთ კითხვა>>>
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ


