ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

„კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შხამი…“ – ექიმის გაფრთხილება მშობლებს

დერმატო-ვენეროლოგი, სოსო კობახიძე „პალიტრავიდეოს“ ეთერში აცხადებს, რომ ცხოველებისთვის განკუთვნილი რწყილების წამლის, „ბარსის“ გამოყენება ბავშვებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი დადგეს. 

„ეს წვეთები განსაზღვრულია არა ტილის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავზე ზოგჯერ გვხვდება ბავშვებში, არამედ ტკიპებისა და სხვა ფეხსახსრიანების წინააღმდეგ,  რომლებიც ბუდობენ ცხოველებში. ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული.

ეს არის შხამი, რომელიც სპობს ამ ორგანიზმებს. შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშვებს?! რა მნიშვნელობა აქვს პირიდან მიიღებს, ნემსის სახით თუ კანიდან შეიწოვება?! თუ მოხდა შხამის დიდი რაოდენობით შეწოვა, მოხდება ინტოქსიკაცია, რომელიც მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს“, – ამბობს სოსო კობახიძე. 

გააზიარე
ავტორი

wp_admin

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი