აშშ-ში ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტში ადგილობრივი ქირურგის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს, საჩივარში წერია, რომ ქირურგმა პაციენტს ჯანმრთელი თირკმელი ამოაჭრა. შემთხვევის შესახებ The Palm Beach Post-მა დაწერა.
დაზარალებულ ქალს ქირურგმა რამონ ვაზგუესმა გაუკეთა ოპერაცია. ექიმმა სხეულის გაჭრის შემდეგ წელის ქვედა ნაწილში უცხო სხეული დაინახა და ჩათვალა, რომ ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და მას დაზიანებული ნაწილი ამოაჭრა. ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ქირურგმა შეცდომით ქალს ჯანმრთელი თირკმელი ამოაჭრა, რომელიც წელის ქვედა ნაწილში ქალის ბუნებრივი, გენეტიკური აღნაგობის გამო იყო განთავსებული.
ამ შეცდომამდე ქირურგი კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, ახლა კი ის შესაძლოა დააჯარიმონ და სამედიცინო ლიცენზიაც კი ჩამოართვან.
ექიმის ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარში ბრალი პაციენტს მიუძღვის, რომელმაც ქირურგი თირკმლის უცნაური ადგილმდებარეობის შესახებ არ გააფრთხილა. როგორც ირკვევა ქალმა ოპერაციამდე ექოსკოპია გაიკეთა და მან ამ უცნაურობის შესახებ იცოდა.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



