ძირითად კონტენტზე გადასვლა
კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

რა არის ცნობილი ქართველ ბიზნესმენზე, რომელიც ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

რუ­სე­თის ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა წე­რეთ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ელე­ნა წე­რეთ­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

„და­კა­ვე­ბუ­ლია თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1979 წელს. ის სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რია. ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ყო­ფი­ლა“, – გა­ნა­ცხა­და წყა­რომ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღად­გი­ნეს. და­კა­ვე­ბის დროს მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და 40 წლის ქალი, რომ­ლის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც გა­მო­ძი­ე­ბა ამოწ­მებს.

მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმ­სჯე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, 3 ოქ­ტომ­ბერს, მოს­კოვ­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლი ქალი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ელე­ნა წე­რე­თე­ლია, რო­მე­ლიც რეს­ტავ­რა­ტორ მა­მუ­კა წე­რეთ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­ში მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ნა­შა­ულ­ში შე­საძ­ლოა ელე­ნა წე­რეთ­ლის პარტნი­ო­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

676 პუბლიკაცია ყველა სტატია