60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტული ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე. ინფორმაციას ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი აქვეყნებს.
- “1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ გოგოლაძემ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა სპორტულ ტანვარჯიშში (გუნდური).1984 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ღერძზე და თავისუფალ ვარჯიშში (ვერცხლი – მრავალჭიდში). 1985 წელს ის მრავალჭიდში და ორძელზე ვარჯიშში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.
ლადო გოგოლაძე 2003 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, 2018 წელს კი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.მან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი.
სპორტულ ტანვარჯიშში მისი სახელობის ორი ელემენტია, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეტანილია ქულათა მინიჭების მოქმედ სისტემაში.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ტანვარჯიშის სამყაროს ამ უდიდესი დანაკარგის გამო”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



