კონფლიქტი ამის გამო დაიწყო…მამაკაცმა იარაღი აიღო და გოგონას თავში ესროლა” – თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური აღიარება-ახალი დეტალები
მოსკოვში 53 წლის ბიზნესმენის, ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დაკავებულია და სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსული მედიის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, ის ამტკიცებს, რომ მომხდარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად მოხდა და მკვლელობას ანგარება არ ედო საფუძვლად.
საქმის მასალების შესახებ ახალ დეტალებს რუსული მედია, მათ შორის Mash, ავრცელებს.
“ძვირადღირებული მანქანა მინდა“ – რის გამო დაიწყო კამათი.
გამოძიების მიერ გავრცელებული ვერსიით, ყველაფერი 1 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს გოგიაშვილმა ელენა წერეთლის 19 წლის ქალიშვილი ჩოგბურთის ვარჯიშიდან წაიყვანა. ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული უცხოური ავტომობილის, კერძოდ, “მერსედესის“ შეძენა სურდა, თუმცა დედის პარტნიორი ამის წინააღმდეგი იყო.გზაში მათ მანქანის გამო იკამათეს.
გოგიაშვილმა გოგონა საკუთარ ავტოფარეხში წაიყვანა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, კლიენტებისთვის ავტომობილებს არემონტებდა. კამათი კიდევ უფრო გამწვავდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა იარაღი აიღო და გოგონას თავში ესროლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გოგიაშვილმა ცხედარი ავტოფარეხში დამალა.
ემდეგ გოგონას ტელეფონი წაიღო და სახლში წავიდა. დამნაშავეს ტელეფონის პაროლი ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის სახელით მის შეყვარებულს თავად სწერდა, რათა მომხდარი დაემალა და ოჯახის წევრებს ეჭვი არ გასჩენოდათ.
დედამ ყველაფერი გაიგო – ამის შემდეგ ელენა წერეთელიც მოკლესგვიან საღამოს გოგიაშვილი სახლში დაბრუნდა და ელენა წერეთელს მომხდარის შესახებ თავად უამბო. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვერსიით, ქალს ძლიერი ისტერიკა დაემართა. ამის შემდეგ მამაკაცმა მასაც ესროლა. განაგრძეთ კითხვა
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



