ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი კოსტიუმების დიზაინერის, კირილ გასილინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა კირილ გასილინი.

ადამიანი, რომლის ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის უახლესი ისტორიის ნაწილად იქცა.

კირილმა შექმნა კოსტიუმები ჩვენი ბოლო ორი პრემიერისთვის — „ბაიადერასა“ და „გედების ტბის“ ახალი დადგმისთვის. მისმა ნამუშევრებმა სცენაზე გამორჩეული ფანტაზია და ხასიათი შემოიტანა და ამ სპექტაკლების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. უსაზღვროდ მადლიერნი ვართ იმ სილამაზისთვის, რომელიც მან ჩვენთან ერთად შექმნა.

თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავისი შემოქმედებით და დადგმებით, რომელთა გაცოცხლებაშიც თავისი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

728 პუბლიკაცია ყველა სტატია