ძირითად კონტენტზე გადასვლა
ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

რუსეთის ლიდერს დაუსვეს შეკითხვა იმ პირობების შესახებ, რომლებიც მოსკოვმა შესაძლოა წამოაყენოს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შემუშავებისთვის.

„იტალია ევროპაში მდებარეობს, მე კი ევრაზიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, იტალიას განვიხილავთ და მოვიაზრებთ ევრაზიული პარტნიორობის ნაწილად. იქნება იტალია ევროკავშირის წევრი თუ არა – ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით და არც გვსურს ამ დისკუსიაში შესვლა, რადგან ვიცით, რომ იმავე წამს იტყვიან, თითქოს ევროკავშირის დაშლა გვსურს. თუმცა ჩვენ არაფრის დაშლა არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ მშენებლობა და თანამშრომლობა გვსურს“, – აღნიშნა პუტინმა.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

748 პუბლიკაცია ყველა სტატია