ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

“ზუსტად, 10:10 საათზე, ჩაიფიქრეთ სურვილი…”- ასტროლოგის რჩევა სასწორის ახალმთვარეობაზე

ასტროლოგი, ნინა ხომერიკი ახალ პროგნოზს გვიზიარებს. 

„10.10.2026 – სამი ათეულის დღე და სასწორის ახალმთვარეობა!
2026 წლის 10 ოქტომბერს გვექნება ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც UTG დროით 15:50, ხოლო საქართველოს დროით 19:50 წუთზე მოხდება სასწორის მე- 18* გრ-ში, სადაც ასევე იქნება მზის და მთვარის ზუსტი შეერთება. ეს არის ახალი მთვარის ციკლის დასაწყისი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ახალი დასაწყისი“ მარტივი და მსუბუქი არ იქნება. ეს დღე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არა მხოლოდ ასტროლოგიური თვალსაზრისით, არამედ მისი ნუმეროლოგიური სიმბოლიკითაც. 10.10.2026 (2+0+2+6 = 10) წლის ციფრების ჯამიც 10-ს გვაძლევს, ამიტომ მივიღეთ სიმბოლური სამი ათეული — 10.10.10. ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, 10 დაკავშირებულია ერთი ციკლის დასრულებასთან და ახალი ციკლის დაწყებასთან, შემობრუნებასთან, ცვლილებასთან და ახალი მიმართულების არჩევასთან. ამიტომ 10.10.10 შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სიმბოლური ნულოვანი წერტილი — მომენტი, როდესაც ძველი წესები და მიდგომები გადაფასებას ითხოვს და ახალი ეტაპის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

757 პუბლიკაცია ყველა სტატია