Uncategorized
Journalist
ძამის ხეობაში, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი – როგორია დაშავებულების მდგომარეობა
1 წთ კითხვა
93
ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მ-ში მოხდა.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
795 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



