რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, მთელი დღე იმ ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვინც მხარს გიჭერთ, შთაგაგონებთ და გაბედნიერებთ. დროა ცხოვრებისეულ შეხედულებებს გადახედოთ. წინ დაძაბული დღე გელით. დაგეგმილი შეთანხმება შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ტექნიკური ხარვეზების გამო დაირღვეს. ეცადეთ სამსახურში, ხელმძღვანელს თვალში არ მოხვდეთ — ის „დამნაშავეს“ ეძებს, რომელსაც საკუთარ შეცდომებს გადააბრალებს. საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარუმატებელი იქნება, პირიქით, შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.
კურო
ფლირტით ძალიან ნუ გაერთობით — გატაცება მალე გაივლის, თაყვანისმცემლების გადაჭარბებული ყურადღება კი შეიძლება მომაბეზრებელი გახდეს. ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე დასვენებისა და გართობისთვის, ასევე ახალი ხელშეკრულების დადებისა და ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის. აი, საყიდლებზე წასვლას კი აზრი არ აქვს — მერკური სატურნმა სრულ ბლოკადაში მოაქცია, ასე რომ, დროსა და ენერგიას ამაოდ დახარჯავთ. ეს დღე უსიამოვნო სიტუაციებითა და საფრთხეებით სავსეა. არ არის გამორიცხული ტრავმები და უბედური შემთხვევები. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მართებთ.
ტყუპები
თუ განშორების საფრთხე დაგემუქრათ, ეცადეთ გაძლიერდეთ — გახსოვდეთ, რომ მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება! ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები, რადგან დაუფიქრებელმა ფრაზამ შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოს. თუ ოჯახში მშვიდობის შენარჩუნება გსურთ, ახლობლებთან კამათს მოერიდეთ — ზოგჯერ უმჯობესია, დუმილი არჩიოთ. გირჩევთ მთელი ყურადღება ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანოთ, თუმცა სამუშაოსა და პირად ურთიერთობებს ერთმანეთში ნუ აურევთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მომჭირნეობა გამოიჩინოთ — ახლა ფულის ფანტვის დრო არ არის! თვალი ადევნეთ, რომ თქვენმა ხარჯებმა შემოსავლებს არ გადააჭარბოს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ტრავმა.
კირჩხიბი
ერთობლივი საქმიანობა — იქნება ეს კერძის მომზადება, ცეკვა თუ მოგზაურობა — თქვენს კავშირს უფრო განამტკიცებს და საერთო ინტერესებს გაგიჩენთ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა მოგიწიოთ, თუმცა მეგობრები და ნათესავები ოჯახური ბიუჯეტის შევსებაში დაგეხმარებიან. რა მოხდა თუ ყველა საქმის დროულად დასრულებას ვერ ასწრებთ? ამჟამად ფინანსურად და ინფორმაციულად წარმატებულ პერიოდში ხართ, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დილის საათებში, მარსის მაღალი აქტივობის გამო, შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ. პოლიტიკურ ამბებს და ნეგატიურ ინფორმაციებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, თორემ შეიძლება უძილობამ შეგაწუხოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ — გადაღლილობის ფონზე მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა.
ლომი
ენდეთ საკუთარ ძალებს და ნუ იფიქრებთ, რომ ურთიერთობა რთული და გაუგებარი პროცესია. იყავით უფრო გახსნილი სამყაროსა და გარშემომყოფების მიმართ. ამ დღეს ნათესავების სტუმრობისთვის მზად არ ხართ, თუმცა ეცადეთ არაფერი შეიმჩნიოთ. შესაძლოა მაინცდამაინც სასურველი მოვლენა არ იყოს (განსაკუთრებით მაშინ, თუ ამისთვის მზად არ იყავით), თუმცა მასპინძლობის ოქროს წესებს მაინც ნუ დაარღვევთ. სამსახურში იმ ძველი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომელიც დიდი ხანია თქვენს ჩარევას ითხოვს. თუ ვარიკოზისკენ მიდრეკილება გაქვთ, ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. არც ტელევიზორის წინ ან კომპიუტერის ეკრანის ხანგრძლივი ჯდომაა სასურველი.
ქალწული
იღბლიანი დღეა, ბედისწერა მოულოდნელ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. სასწაულების ირწმუნეთ და თქვენი ყველა ჩანაფიქრი თვალის დახამხამებაში ახდება! ზოგჯერ ისე იცვლებით, რომ უახლოესი ადამიანებიც ვერ გცნობენ — გრძნობები გიცივდებათ და საყვარელ ადამიანებს თბილი სიტყვების ნაცვლად ირონიით პასუხობთ.
მიზნების მისაღწევად დროა, დღიურის წარმოება დაიწყოთ — ეს დაგეხმარებათ, რომ ღირებული იდეები არ დაკარგოთ. შესანიშნავი დღეა განახლებისა და განვითარებისთვის. მაღალია იღბლიანი დამთხვევების ალბათობა, რამაც შესაძლოა თქვენი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.
ძალიან დიდხანს იყავით ჩაკეტილი, ამიტომ დროა, ხალხში გამოხვიდეთ და ახალი მეგობრები შეიძინოთ.
სასწორი
ამ ნიშნის ქალბატონებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და ახალი კავშირების განსამტკიცებლად. ოჯახის წევრები საოჯახო საქმეებით, მცირე კოსმეტიკური რემონტითა და ინტერიერის განახლებით იქნებიან დაკავებულნი. დილის საათებში ძალების მოზღვავებასა და ამაღლებულ განწყობას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა საქმიანი საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებების დასადებად. კარგი იქნება თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში ხორციელ სიამოვნებებზე უარს იტყვით და უპირატესობას ასკეტური ცხოვრების წესს მიანიჭებთ.
მორიელი
ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად დროს მშვენივრად გაატარებთ და თითოეული წუთი კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში ვიღაც რემონტის იდეით არის შეპყრობილი? ამაში ცუდი არაფერია, მართლაც დროა, ინტერიერი ოდნავ განაახლოთ! იდეალური დღეა ხელშეკრულების დასადებად და ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად — მერკური მნიშვნელოვან მოგებას გიწინასწარმეტყველებთ! ამ დღეს უცხო ადამიანების აზრს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ, საკუთარ ჯანმრთელობას კი მეტი — მოსალოდნელია სახსრების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები.
მშვილდოსანი
თქვენი ნიშნის წარმომადგენლები სიყვარულსა და საქმიან პროექტს შორის არჩევანის წინაშე დადგებიან. ახლობელი ადამიანის რჩევას ენდეთ, თუმცა საბოლოოდ ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ დაუგეგმავი შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ოჯახის წევრები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ან მოვალეობების გადანაწილებაზე იმსჯელებენ. ყველაფერი იღონეთ, რომ ეს საუბარი მშვიდ და მშვიდობიან გარემოში წარიმართოს! დასახული მიზნის მისაღწევად შესაძლოა ცოდნა და გამოცდილება არ გეყოთ, ამიტომ თვითგანვითარებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია სიურპრიზები. ეცადეთ, რომ ჰობიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ პროფილაქტიკა საუკეთესო მკურნალობაა! თუ ბოლო დროს ფიზიკური აქტივობა გაკლიათ, მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში წადით ან ფიტნეს-ცენტრში დარეგისტრირდით.
თხის რქა
ნუ იქნებით მორჩილნი და ნუ მოითმენთ პარტნიორის საქციელს, რომელიც არ მოგწონთ — პირდაპირ უთხარით მას, რა გაწუხებთ. წინ საინტერესო და ენერგიული დღე გელით. სავსე ხართ მტკიცე გადაწყვეტილებებითა და ვნებით, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა თავში ახალი იდეა ან პროექტის ჩანაფიქრი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც ნამდვილად ღირს. თუ ახალ პროექტზე მუშაობთ, ეცადეთ პარტნიორების მხარდაჭერა ან გავლენიანი მფარველების თანხმობა მოიპოვოთ. გირჩევთ ამ დღეს მიღებული ყველა ინფორმაცია კარგად შეისწავლოთ, რომ ქაოსი არ დაუშვათ.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ყველა უთანხმოება დაძლიოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. იზრუნეთ ახლობლების ჯანმრთელობაზე და ერთობლივი გასეირნება ან სპორტული აქტივობა შესთავაზეთ. ამ პერიოდში ფინანსური ინვესტიციები არ განახორციელოთ — ციური სხეულების უარყოფითმა განლაგებამ შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ ეს დღე მკვეთრი ემოციური ცვლილებებით იქნება სავსე, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ზოგჯერ ზედმეტი კილოგრამები სტრესის შედეგია. ჰოროსკოპი გირჩევთ, ნერვიულობის დროს ჭამის ჩვევა დაივიწყოთ.
თევზები
გაატარეთ ეს დღე იმ ადამიანთან ერთად, ვინც თქვენთვის ძვირფასია, განიხილეთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ და მომავალი შვებულება დაგეგმეთ. არახელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად. ფინანსური სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმოთ — გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ. დღეს ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას — მარტივი ვარჯიშები სუფთა ჰაერზე განწყობას აგიმაღლებთ და ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. შესაძლოა ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ, რაც აქტიური საქმიანობისა და შემოქმედებისთვის შესანიშნავ პირობებს შექმნის. შესვენებების გაკეთება არ დაივიწყოთ, რათა გადაღლა თავიდან აიცილოთ.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



