ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

მოქალაქემ გორის ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარება გადაიღო – რას აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით “მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო“?

მო­ქა­ლა­ქე თამ­თა მჭედ­ლი­ძე გო­რის მე­რი­ის მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ღე­ბულ მძი­მე კად­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს თუ რა პი­რო­ბებ­ში უწევთ ლეკ­ვებს და მოზ­რდილ ძაღ­ლებს ცხოვ­რე­ბა.

რო­გორც “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“ წერს, თავ­შე­სა­ფა­რი ორ რე­გი­ონს – შიდა ქარ­თლს და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

  • “გო­რის მე­რი­ის ძაღ­ლთა თავ­შე­სა­ფარ­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ად­გი­ლი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვეს,“ – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გო­რის ძაღ­ლთა თავ­შე­სა­ფარ­ში შეღ­წე­ვა და კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა “მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მძღო­ლის” სა­ხე­ლით შეძ­ლეს.

“ვი­ღაც მა­ი­მუ­ნე­ბი იყ­ვნენ, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მძღო­ლი ვარო და ასე შე­მო­ვიდ­ნენ. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ლეკ­ვე­ბი, კად­რებს ჩვენ დავ­დებთ. ვერ შე­მო­გიშ­ვებთ”- ავ­რცე­ლებს “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“ თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შრომ­ლის გან­ცხა­დე­ბას.

“მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტო“ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ისი­ნი გან­მარ­ტა­ვენ, გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში, გა­და­ღე­ბის დროს სა­ა­გენ­ტოს თავ­შე­საფ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვო­ლი­ე­რე­ბის გეგ­მუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ პრო­ცეს­ში ლეკ­ვე­ბი დრო­ე­ბით დამ­ხმა­რე ვო­ლი­ე­რებ­ში იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი.

“ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად გახ­შირ­და ცხო­ვე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ლეკ­ვი ხვდე­ბა, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად დე­დის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ლეკ­ვებს ქუ­ჩებ­ში, გზის პი­რებ­სა და არ­ხებ­ში ტო­ვე­ბენ, რაც მათ სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის. ლეკ­ვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის, გა­მოკ­ვე­ბი­სა და პირ­ვე­ლა­დი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ხდე­ბა მათი სა­ა­გენ­ტო­ში გა­დაყ­ვა­ნა.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ, რომ გა­და­ღე­ბის დროს სა­ა­გენ­ტოს თავ­შე­საფ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვო­ლი­ე­რე­ბის გეგ­მუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ პრო­ცეს­ში ლეკ­ვე­ბი დრო­ე­ბით დამ­ხმა­რე ვო­ლი­ე­რებ­ში იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად გავ­რცელ­და და გა­მო­იწ­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა.

სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გაშ­ვი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ სა­ა­გენ­ტო­ში ვი­ზი­ტი და ცხო­ვე­ლე­ბის აყ­ვა­ნა. ლეკ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის მიღ­წე­ვის შემ­დეგ სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ უფა­სო სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას.

მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­ტო­ვონ ცხო­ვე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში და დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ მათი სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცია და რე­გის­ტრა­ცია. ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვა თი­თო­ე­უ­ლი მფლო­ბე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

სა­ა­გენ­ტო მზად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ნუ გა­ავ­რცე­ლე­ბენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

865 პუბლიკაცია ყველა სტატია