მორიგი ტყუილი ინტერნეტსივრცეში: შორენა ბეგაშვილის დაშორება და სასამართლო დავა სიმართლეს არ შეესაბამება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს შორენა ბეგაშვილი მეუღლეს დაშორდა, სრული ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება.
სოციალურ ქსელში მორიგი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მოდელისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობას ეხება.
სხვადასხვა გვერდებსა და პლატფორმებზე გავრცელებული ცნობების თანახმად, წყვილს შორის თითქოს სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომელიც შორენა ბეგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გავრცელებულ პოსტებსა და სტატიებს თან ახლდა სკანდალური სათაურები, რამაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა განაპირობა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია — წყვილის დაშორებასა და სასამართლო პროცესზე გავრცელებული ცნობები სრული დეზინფორმაციაა.“
მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება სენსაციური სათაურებით (Clickbait), რომელთა მთავარი მიზანიც მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა და ნახვების რაოდენობის გაზრდაა.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



