ძირითად კონტენტზე გადასვლა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ცნობილია „მწვანე ბარათის“ რეგისტრაციის ახალი ვადა – დეტალურად

აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე ბარათის 2027 წლის) გათამაშების რეგისტრაცია 2026 წლის 1 ნოემბერს დაიწყება.

ტრადიციულად, მწვანე ბარათის ლატარიის მიღება ყოველი წლის შემოდგომაზე (ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე) მიმდინარეობდა ხოლმე, თუმცა წელს (DV-2027 პროგრამისთვის) სახელმწიფო დეპარტამენტმა ვადები შეაფერხა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.

რა გადაწყვიტა სასამართლომ?
კალიფორნიის სასამართლოს მიერ მიღებული წინასწარი განჩინების/ბრძანების საფუძველზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრი გრაფიკი დაუწესდა:

2026 წლის 29 ოქტომბერი: სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია, ოფიციალურად გამოაქვეყნოს რეგისტრაციის დეტალური პირობები, წესები და ოფიციალური ვებგვერდი.
2026 წლის 1 ნოემბერი: ოფიციალურად იხსნება ელექტრონული რეგისტრაცია (შეერთებული შტატების აღმოსავლეთ დროით მიტინგის მიხედვით).
სარეგისტრაციო პერიოდი: განაცხადების მიღება სავალდებულო წესით გაგრძელდება მინიმუმ 30 დღის განმავლობაში (ანუ ნოემბრის ბოლომდე / დეკემბრის დასაწყისამდე).
მნიშვნელოვანი სიახლეები და წესები DV-2027-ისთვის:

იმის გამო, რომ რეგისტრაციის ოფიციალური თარიღი ჯერ არ დამდგარა, ინტერნეტში შესაძლოა გამოჩნდეს არაოფიციალური ან თაღლითური ვებგვერდები, რომლებიც „წინასწარ რეგისტრაციას“ ან გარანტირებულ მოგებას გვთავაზობენ. გახსოვდეთ:

განაცხადის შეტანა ხდება მხოლოდ ოფიციალური და ერთადერთი სამთავრობო პორტალის მეშვეობით: dvprogram.state.gov.

წყარო:primetime.ge

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

900 პუბლიკაცია ყველა სტატია