“განწირული ვკიოდი, მთელი უბანი შეიყარა, ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო” – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას?
ახალგაზრდა ქალი, ეთო რევიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ახალგაზრდა ქალის მოხერხებამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას გადაარჩინა.
როგორც ირკევვა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი აუტისტური სპექტრის მქონეა, რის გამოც დედას 3 წლის გამნმავლობაში არ სძინებია. პოსტის ავტორი საზოგადოებას მოუწოდებს, დედის გაკრიტიკებისგან თავი შეიკავონ.
“ღმერთო მადლობა რომ დღეს კარგად არ ვიყავი და სახლში ვიყავი, იმ დროს როცა საჭირო იყო ჩემი რეაგირება. დაახლოებით, საათნახევრის წინ აივანზე გამოვედი სარეცხის მოსახსნელად და დავინახე წინა კორპუსის მე-12 სართულზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი აივნიდან სათამაშოებს ყრიდა, ადრე ეს ბავშვები არ შემინიშნავს, სხვები ცხოვრობდნენ იმ ბინაში და მათ ბავშვები არ ყავდათ, სათამაშოების ეზოში გადაყრამ მიიქცია ჩემი ყურადღება და ამიტომ სარეცხის მოხსნა არ დავიწყე, ბავშვები ყრიდნენ ყველაფერს მათ შორის თერმოსი და თეფშიც კი გადმოაგდეს ეზოში.
უცებ პატარა ბიჭი, რომელიც დაახლოებით, სამი წლის იქნება მოაჯირზე ავიდა, ხოლო პატარა გოგო, რომელიც ორი წლის იქნება უკნიდან აწვება და ეხმარება მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში, მე აქედდან დავუყვირე, ჩადი შვილო, ძირსთქო, არ გამიგონა. უფროდაუფრო ადიოდა აივნის მოაჯირის საფეხურებზე და ჩემი დაყვირება კივილში გადაიზარდა, ჩემ კივილზე უბანი შეიყარა, განწირული ვკიოდი, ვინმე არ ხართ სახლში მეზობლები, დაუბრახუნეთ კარზე იქნებ გააგონოთ ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო. მერე ვიღაც კაცმაც დაიწყო ჩემი კორპუსიდან ყვირილი და წინა კორპუსმაც გაიგონა, ვკივი ბავშვია აივნის მოაჯირზე.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



