რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბება, ნუ შეშინდებით — ხანმოკლე პაუზა და განმარტოება სიტუაციას განმუხტავს. ახლობლებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. ეს გაითვალისწინეთ და სამსახურში უმიზეზოდ ნუ შეყოვნდებით. პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ დაძაბული დღეა — ხელმძღვანელობის მითითებით, შესაძლოა დაწყებული პროექტის სასწრაფოდ დახურვა მოგიწიოთ.
დღის პირველი ნახევარი იდეალურია საყიდლების, ინვესტიციებისა და შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარში კომერციულ გარიგებებს მოერიდეთ — ციური სხეულების უარყოფითმა განლაგებამ შესაძლოა ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. იმატებს ინფექციური დაავადებების რისკიც. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: მეტისმეტმა ემოციურობამ და გულუბრყვილობამ შესაძლოა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ.
კურო
სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ამაღლებული, ოპტიმისტური განწყობით ისარგებლოს! ეცადეთ, საკუთარი საიდუმლოებები უახლოეს მეგობრებსაც კი არ გაანდოთ — ჭორები და ზედმეტი მითქმა-მოთქმა ახლა არაფერში გჭირდებათ.
ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს ჯეროვნად შეაფასებს და დაწინაურებას შემოგთავაზებთ. თუ დამატებითი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ხართ, თამამად დათანხმდით! დღის შუა და ბოლო მონაკვეთი ხელსაყრელია მცირე შენაძენებისა და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ყველაფერში, რაც ფულს უკავშირდება, შეგიძლიათ საკუთარ ალღოსა და პროფესიონალიზმს ენდოთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლება გსურთ, დიეტისთვის შედარებით ხელსაყრელი პერიოდი შეარჩიეთ — უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გსურთ, ოღონდ ზომიერად.
ტყუპები
ბოლო დროს ადამიანები რომანტიკის ნაკლებობასა და ყოველდღიურ რუტინას უჩივიან. იქნებ ეს მდგომარეობა შეცვალოთ და გარშემო მყოფები უჩვეულო საქციელით გააკვირვოთ? ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, თორემ შეიძლება ბრალი გულციობაში დაგდონ!
გამორიცხული არ არის, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სამსახურებრივ კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეთ. სანამ კოლეგებს შეცდომების გამო ეჩხუბებით, ეცადეთ სიტუაციაში კარგად გაერკვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა შეთავაზებულ საქმეს დათანხმდეთ და წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. სულ მალე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში გამოცდა გელით. დღეს საკუთარ თავში ახალ ძალასა და შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. სავსებით შესაძლებელია, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და განწყობის გაუმჯობესების ახალი გზებიც იპოვოთ.
კირჩხიბი
გარშემომყოფთა თვალში თქვენი მიმზიდველობა საგრძნობლად იმატებს — ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ხელსაყრელი დრო ხელიდან არ გაუშვათ! ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ოჯახის წევრების აზრს ანგარიში გაუწიოთ: თუ ძვირად ღირებულ ნივთებს მათთან შეუთანხმებლად შეიძენთ, საყვედურების მოსასმენად მოემზადეთ.
თქვენი დღევანდელი წარმატება დიდწილად წარსულში გაწეული შრომის შედეგია. ნუ გაჩერდებით, მაშინაც კი, თუ დასახულ მიზანს უკვე მიაღწიეთ. ფინანსურმა იღბალმა ზურგი გაქციათ და გული აგიცრუვდათ? ნუ იდარდებთ, ფორტუნა მალე ისევ თქვენკენ მობრუნდება! შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ — ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ, პრობლემა თავისით ვერ მოგვარდება.
ლომი
ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ თქვენი მომხიბვლელობა პიკს აღწევს — შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. თუ ურთიერთობაში გაჩენილი სიცივე გაშინებთ, გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან საუბრისთვის და გაუგებრობის მიზეზი გაარკვიეთ.
არ არის გამორიცხული, რომ სამსახურში რამდენიმე საპასუხისმგებლო პროექტი დაიწყოთ. სავარაუდოდ, ასეთი აქტიურობა კარიერული წინსვლით და ხელფასის მატებით დაჯილდოვდება. ეცადეთ, შემოსავლის მიღების ახლებურ გზებს მიაგნოთ. ძველ შეცდომებს ნუ გაიმეორებთ და ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა გადაღლილობამ უძილობა გამოიწვიოს, ამიტომ დასვენება არ დაივიწყოთ.
ქალწული
დღევანდელი დღე დაგიმტკიცებთ, რომ გარშემომყოფებს უყვარხართ და გაფასებენ. ნურც თქვენ დაიშურებთ სითბოს ადამიანისთვის, ვინც გამუდმებით ცდილობს, რომ გასიამოვნოთ. გირჩევთ სადავო საკითხების განხილვისას კომპრომისზე წახვიდეთ, თორემ გართულებებს ვერ აიცილებთ.
სატურნი იუპიტერის ენერგიას ჩაკეტავს, ამიტომ გონიერება შეიძლება გაღიზიანებამ ჩაანაცვლოს. ეცადეთ გადაწყვეტილებები „ცხელ გულზე“, ემოციების გავლენით არ მიიღოთ. ვარსკვლავები წყალობას არ მოგაკლებენ — მოსალოდნელია ახალი, მოგებიანი წინადადებების მიღება. იზრუნეთ ნერვულ სისტემაზე — ასტროლოგიური პროგნოზი გვიჩვენებს, რომ ბოლო დროს მასზე დიდი დატვირთვაა. კატაბალახას აბები ან შავბალახას ჩაი ნერვების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
სასურველია, რომ ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თქვენი რთული ხასიათის გამო ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევა ხშირად გიჭირთ, თუმცა დროის სასიამოვნოდ გატარებასა და მხიარულებას მაინც შეძლებთ. ნუ ეცდებით მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ — პირადი ცხოვრების პრობლემები საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გადაჭრათ და საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ.
სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, პრემიების არათანაბარი განაწილება გახდება. ბევრი სასწორი დამატებითი შემოსავლის წყაროს იპოვის, თუმცა ამისთვის პრინციპების დათმობა მოუწევს. ახლა ენერგეტიკული განმუხტვა ჰაერივით გჭირდებათ — „ორთქლის გამოშვების“ სურვილმა დაპირისპირებამდე რომ არ მიგიყვანოთ, უმჯობესია სპორტით დაკავდეთ.
მორიელი
ვარსკვლავები ნაჩქარევი დასკვნებისგან გიცავენ და გირჩევენ, საყვარელი ადამიანის პოზიციასაც მოუსმინოთ. ახლობელი ადამიანის საქციელმა შესაძლოა გული გატკინოთ. თქვენი მგრძნობიარე ბუნება და რომანტიკულობა ხშირად დაცინვის სამიზნედ გაქცევთ, ამიტომ ეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.
დღევანდელი დევიზია სიზუსტე და დროული მოქმედება. ეცადეთ, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და ხვალისთვის არაფერი გადადოთ. ბედისწერა შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც საერთო საქმეში ერთგული მეგობარი და საიმედო დასაყრდენი გახდება. გაგიჩნდებათ სურვილი ჩაერთოთ ღონისძიებაში, რომელიც საკმაოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელია სპორტული დატვირთვა, ურთიერთობები, დინამიკური დასვენება და გართობა. მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმავლობა და პერსპექტიული ნაცნობობა.
მშვილდოსანი
რომანტიკულმა ურთიერთობამ გეგმების განხორციელებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ — სამსახურებრივი რომანი ახლა საუკეთესო გამოსავალი არ არის. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ერთფეროვანი რუტინა რამით გაამრავალფეროვნოთ — მეგობრები სტუმრად დაპატიჟეთ ან კინოში წადით.
მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები ხელმძღვანელობისგან. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსური გარიგებების დადებისა და მოლაპარაკების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ. ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური ოპერაციებისთვის, შემოსული ინფორმაციის ანალიზისთვის, გრაფიკების შედგენისა და საქმეების დაგეგმვისთვის. თუ თქვენს გარემოცვაში არაკეთილმოსურნეები არიან, უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოავლენთ. შესაძლოა კისრის ოსტეოქონდროზმა თავი შეგახსენოთ — მარტივი მასაჟი და სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი ფიზიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
თხის რქა
ვარსკვლავების დღევანდელმა განლაგებამ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს — არ არის გამორიცხული, სწორედ დღეს, საკუთარ ბედს შეხვდეთ! დღევანდელი დღე ოჯახში ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობლებს ყურადღება არ მოაკლოთ და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.
ამ დღეს ვარსკვლავები საქმეების სამომავლოდ გადადებას არ გირჩევენ. უმჯობესია ყველაფერს დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან ეს პერიოდი ბევრად ნაყოფიერი იქნება. შემოსავლის ახალი წყაროები ენერგიულად უნდა ეძებოთ, თუმცა საეჭვო წინადადებებს უნდა მოერიდოთ. კულინარიულ სურვილებსა და ცდუნებებს ნუ აჰყვებით —ამ დღეს ზედმეტი კალორიები განსაკუთრებით ადვილად დაგროვდება.
მერწყული
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმედს არ გაგიცრუებთ. მოსალოდნელია მცირე უთანხმოება თაყვანისმცემელთან. სახლის დალაგება, რომელიც დღეისთვის გქონდათ დაგეგმილი, უმჯობესია გადადოთ — ხვალ ამის სურვილიც მეტი გექნებათ და ენერგიაც.
იმის ნაცვლად, რომ ათი საქმე ერთდროულად აკეთოთ, უმჯობესია დასვენების დრო გამონახოთ — თქვენს თავდადებას ღირსეულად მაინც არავინ დააფასებს. ამ დღეს სავაჭრო გარიგებებისა და ფინანსური ხელშეკრულებების დადება ძალიან სარისკოა — დაუფიქრებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მომავალში ზარალს მოგიტანთ. უახლოესი მომავალი მშვიდად რომ გაატაროთ, ეცადეთ, დღეს ბევრი ფული არ დახარჯოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ენერგია უნდა დაზოგოთ და ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებისგან გაწმინდოთ.
თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია არასასიამოვნო, მაგრამ გულახდილი საუბარი — ეს მშვენიერი შესაძლებლობა იქნება დაგროვილი პრეტენზიების გამოსახატავად.
სამსახურში ნაკლები იაქტიურეთ და ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად და პასიურად გაატაროთ. თუ ძვირად ღირებულ შენაძენს დიდხანს გეგმავდით, ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ჩანაფიქრი სწორედ დღეს განახორციელოთ. თქვენი ჯანმრთელობა ზრუნვას და ხელშეწყობას საჭიროებს, ამიტომ ეცადეთ სტრესისგან თავი დაიცვათ.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



