Uncategorized
Journalist
„პარი სენ-ჟერმენი“ კვარას ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1 წთ კითხვა
199
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს“, – ნათქვამია „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაცია და როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
966 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



