Uncategorized
Journalist
ბათუმში, 6 იანვარს გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი მიმართვას ავრცელებს
1 წთ კითხვა
250
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.
“დეე, ალექს, ნეტა იცოდე, რა ქარიშხალია ჩემში და რა ძალისხმევა იხარჯება ამ ყოველივეს გადასაფარად, ჩემო უკიდეგანო მონატრება… ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდე. სულის კივილი რომ ისმოდეს სამყაროს, დავაყრუებდი, დეეე…!!!” – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
998 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ

