Uncategorized
Journalist
ორმაგი ტრაგედია – მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილიც მალევე დაიღუპა
1 წთ კითხვა
108
მარნეულში მამა და ქალიშვილი მცირე დროის ინტერვალით გარდაიცვალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი სამუშაო ადგილზე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გულის შეტევით გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ მისი ქალიშვილიც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალიშვილის გარდაცვალებას წინ მამის დაღუპვით გამოწვეული ძლიერი ემოციური სტრესი უძღოდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
1 ათ პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



