ძირითად კონტენტზე გადასვლა
ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ახალი დეტალები სამეგრელოში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიაზე – “ყველაფერი წამებში მოხდა, თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა”

“დღეს დილით დატრიალდა ტრაგედია. 68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია არის გარდაცვლილი. სოფელ შამგონაში მიდიოდა სტუმრად და მოულოდნელად, ხიდზე გადასვლამდე, მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, გადმოსვლა ვერ შეძლო და სამწუხაროდ, მანქანაშია გარდაიცვლილი. როგორც შევიტყვე, წლების მანძილზე თვითონ ჯუმბერი რუსეთში ცხოვრობდა, ახალი დაბრუნებულია საქართველოში და აქ აპირებდა დარჩენას…

“გოლფის” მარკის მანქანაში მარტო იყო. ყველაფერი წამებში მოხდა, სამწუხაროდ, ვერავინ გადაარჩინა. თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მალე მოვიდა სამაშველო და სახანძრო, მაგრამ ვერ მოუსწრეს. წამებში აალდა მანქანაო. ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლაო, ეტყობა, ღვედი გაეჭედა და ვერ გახსნა. ამ ტრაგედიას ჰყავს თვითმხილველები, მაგრამ ისინიც ამბობენ – ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ვერაფერი შევძელითო. სახანძრო რომ მოვიდა, მანქანა უკვე იწვოდა.

ნათესავები, ვისთანაც სტუმრად იმყოფებოდა ჯუმბერ კვარაცხელია, საშინელ მდგომარეობაში არიან. . წუხელ ყოფილა შამგონაში ნათესავებთან, მერე ამ დილით გასულა ქალაქში საქმეზე და ახლა ისევ უკან, მათთან რომ ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. გარდაცვლილი. მშობლების სახლი, სადაც მისი ძმა ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სოფელ ზედა ეწერშია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მანქანის აალება. ტრაგედიის მიზეზს ახლა სამართალდამცავები დაადგენენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

1.1 ათ პუბლიკაცია ყველა სტატია