ძირითად კონტენტზე გადასვლა
სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ” – ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო.

ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

1.1 ათ პუბლიკაცია ყველა სტატია