ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი, სად ინვესტირდება მოქალაქეთა საპენსიო შენატანები და როგორ აისახება საინვესტიციო შედეგები ინდივიდუალურ ანგარიშებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი საინფორმაციო ბლოგს ავრცელებს, რომელშიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მუშაობის ძირითად ეტაპებს განმარტავს.

თუ თქვენს საპენსიო ანგარიშზე შეხვალთ და დაინახავთ, რა ოდენობის თანხაა თქვენს პირად ანგარიშზე ასახული, შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: როგორ გროვდება ეს დანაზოგი და როგორ ხდება მისი ინვესტირება?

რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ „პენსიას”?

სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ დაგროვებითი და სახელმწიფო პენსია. ამ ბლოგში ვსაუბრობთ დაგროვებით პენსიაზე – თქვენს სახელზე არსებულ დანაზოგზე, რომელიც საპენსიო შენატანებით გროვდება და ინვესტირების გზით იზრდება. სახელმწიფო პენსია კი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყოველთვიური გასაცემელია და ის თქვენს საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის ოდენობაზე არ არის დამოკიდებული.

როგორ გროვდება და ინვესტირდება თქვენი საპენსიო შენატანები?

ნაბიჯი 1: თქვენს სახელზე საპენსიო შენატანები ირიცხება

20 ლარი (თქვენი შენატანი 2%) + 20 ლარი (დამსაქმებლის შენატანი 2%) + 20 ლარი (სახელმწიფოს შენატანი 2%) = 60 ლარი (ჯამური შენატანი)

თუ თქვენი თვიური ხელფასი 1,000 ლარია, მისი 2%-იანი შენატანი 20 ლარია. დამსაქმებელიც 20 ლარს რიცხავს, სახელმწიფოც 20 ლარს ამატებს. შედეგად, თქვენს საპენსიო ანგარიშზე ჯამში 60 ლარი ირიცხება, ანუ თქვენი პირადი შენატანის სამმაგი ოდენობა. შემდეგი ეტაპი ამ 60 ლარის ინვესტირებაა.

ნაბიჯი 2: თანხა თქვე მიერ არჩეულ საინვესტიციო პორტფელში გროვდება

თქვენი ყოველთვიური შენატანი საპენსიო პორტფელის ნაწილი ხდება. პორტფელი კი, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების ერთობლიობაა. მონაწილეთა დანაზოგები ერთობლივად ინვესტირდება, თუმცა ფონდი თითოეული მონაწილის თანხას ცალკე აღრიცხავს, ამიტომ თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვის ჩანს, რა თანხა გეკუთვნით თქვენ.

ინვესტირების 2 გავრცელებული ფორმა

ინვესტიციები სხვადასხვაგვარად მუშაობს, თუმცა მათი უმეტესობა შეგვიძლია ორ ძირითად მეთოდად გავყოთ: ფულს ან გაასესხებ, ან კომპანიის წილს ყიდულობ. დეპოზიტების, ობლიგაციებისა და სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში ფონდი თანხას ასესხებს და სანაცვლოდ პროცენტს იღებს. საერთაშორისო აქციებში ინვესტირებისას კი ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მცირე წილს ყიდულობს.

საერთაშორისო აქციები

ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის მცირე წილს ფლობს. ამ ინვესტიციების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კომპანიების ფინანსური შედეგებისა და ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად.

დეპოზიტები:

თანხა, ძირითადად, სადეპოზიტო სერტიფიკატებში თავსდება, შედარებით მცირე ნაწილი კი მიმდინარე ანგარიშებზე ინახება. სადეპოზიტო სერტიფიკატებზე ფონდი პროცენტულ შემოსავალს იღებს და შეთანხმებულ ვადაში თანხას იბრუნებს.

ობლიგაციები

ობლიგაციების შეძენით ფონდი თანხას საერთაშორისო ან ადგილობრივ კომპანიებს ასესხებს. სანაცვლოდ, ისინი პროცენტს იხდიან და შეთანხმებულ ვადაში თანხას აბრუნებენ.

სახაზინო ფასიანი ქაღალდები

სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენით ფონდი თანხას სახელმწიფოს ასესხებს, სანაცვლოდ კი პროცენტულ შემოსავალს იღებს და შეთანხმებულ ვადაში თანხას იბრუნებს.

ნაბიჯი 3 – თანხა სხვადასხვა ტიპის აქტივში ინვესტირდება

შედეგად, თქვენი შენატანი სხვადასხვა ტიპის ინვესტიციაში განთავსდება. თუმცა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ვერც ერთი კომპანია, ბანკი, ბაზარი თუ ქვეყანა ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვერ აჩვენებს. როცა თანხა სხვადასხვა მიმართულებითაა განაწილებული, ერთ ადგილას წარმოქმნილი პრობლემა მთლიან პორტფელზე ნაკლებ გავლენას ახდენს.

ამას დივერსიფიკაცია ჰქვია. სიტყვა შეიძლება რთულად ჟღერდეს, იდეა კი მარ

ამას დივერსიფიკაცია ჰქვია. სიტყვა შეიძლება რთულად ჟღერდეს, იდეა კი მარტივია: ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა მოვათავსოთ. თანხის განაწილება პოტენციურ რისკს მთლიანად ვერ აქრობს, მაგრამ ამცირებს ერთ კონკრეტულ ინვესტიციაზე დამოკიდებულებას.

ნაბიჯი 4 – საინვესტიციო შედეგი თქვენ ანგარიშზე აისახება

ზოგი ინვესტიციის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს, ზოგის კი შემცირდეს და გარანტირებული შედეგი არ არსებობს. მიზანია თანხა მრავალი წლის განმავლობაში გონივრულად იმართოს, ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეს და ქვეყანაში ფასების მატების ფონზე დანაზოგის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებასაც შეუწყოს ხელი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე

თეგები:საპენსიოინფორმაციაავრცელებიფონდი

მსგავსი სტატიები

კომენტარები (0)

კომენტარიგაგზავნა

ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!

შემდეგი სიახლეეკონომიკა

რეკლამა

ნახე ამინდი შენთან ახლოსამინდის პროგნოზი შენს ტელეფონშიჩამოტვირთე ახლავე

217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება, გამოყოფილია 810 მლნ ლარზე მეტი – რომელ სამსახურებში მოიმატებს ანაზღაურება

ლ11 ნოემბერი, 2026

გააზიარე Facebook-ზე

217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება, გამოყოფილია 810 მლნ ლარზე მეტი - რომელ სამსახურებში მოიმატებს ანაზღაურება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს. მინისტრი განმარტავს, რომელ პროგრამებს უკავშირდება ზრდა.

„მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; 70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს; მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი; დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი,“ – აღნიშნა ხუციშვილმა.განაგრძე კითხვა⌄

გააზიარე
ავტორი

wp_admin

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი