Uncategorized
Journalist
„ვის რას ერჩოდნენ? ან რა უნდა დაეშავებინათ…“ – რას ამბობს ახლობელი სადარბაზოში, ლიფტთან მოკლული ცოლ-ქმრის შესახებ?
1 წთ კითხვა
327
თბილისში, დიდუბის რაიონში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ცოლ-ქმარი, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი წარმოშობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქში მცირე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ცოლ-ქმარს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.
„სიტყვები არ მაქვს, წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა… საუკეთესო, მშრომელი ადამიანები იყვნენ, მშვიდად ცხოვრობდნენ… ვის რას ერჩოდნენ?! ნანა ძალიან საყვარელი, კეთილი ქალი იყო. მცირე ბიზნესი ჰქონდათ. არ ვიცი, ვისთვის რა უნდა დაეშავებინათ“, – ამბობს ახლობელი „პრაიმტაიმთან“.
წყარო: პრაიმტაიმი
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
1.1 ათ პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



