ძირითად კონტენტზე გადასვლა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

რატომ არ გადიოდა ბინიდან და რის გამო დაკარგა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სახლი

პენსიონერი ცოლ-ქმარი დიდუბეში ბინის გამო ჩაცხრილეს. 72 წლის სოსო სუჯაშვილმა და მისმა მეუღლემ, ნანა ფირანიშვილმა გარკვეული პერიოდის წინ იპოთეკით დატვირთული ბინა აუქციონზე შეიძინეს, რის შემდეგაც მათთან კავშირზე გავიდა ბინის ყოფილი მეპატრონე და ცოლ-ქმარს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინის უკან დაბრუნება შესთავაზა.

შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა, რის შემდეგად ბინის ყოფილმა მფლობელმა პენსიონერებს ლიფტთან ჩასაფრება მოუწყო და ორივეს ავტომატური იარაღიდან ესროლა.

მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.

ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ამბობს ოჯახის ახლობელი.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

1.1 ათ პუბლიკაცია ყველა სტატია