იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი 4-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა და პირდაპირ სოფელში დასახლდა – ქართლელი კაცი, მეუღლესთან ერთად, სამეგრელოში გადავიდა საცხოვრებლად და იქ აპირებს დაბერებას (ფოტოები)
ვახო ბიჭიკაშვილი 4-წლიანი ამერიკული ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა თბილისში აღარ დარჩენილა – ის და მისი მეუღლე, სოფო რევია, ორ შვილთან ერთად, მარტვილის სოფელში დასახლდნენ, საიდანაც სოფოა წარმომავლობით, თუმცა იქ არ დაბადებულა და არ გაზრდილა. მაგრამ ამბობს, რომ ისიც და მისი მეუღლეც იქ აპირებენ დაბერებას.
ვახოს და სოფოს დიდი გეგმები აქვთ – დიდ ეზოში, რომელიც აქვს სახლს, აპირებენ სოფლის ტურიზმის განვითარებას, ვახოს ამერიკული, კულინარიული გამოცდილების გამოყენებით. აქ ვახო თავად უმასპინძლებს ტურისტებს, გაუზიარებს კულინარიულ გამოცდილებას და მოამზადებს სხვადასხვა კერძს. გარდა ამისა, ვახო აქტიურად ჩაერთო ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში და კულტურული ჰაბის მოწყობას გეგმავს.
ცოლ-ქმრის თქმით, დიდი ხანი ფიქრობდნენ ამ თემაზე, თბილისური ხმაურის, საცობებში დაკარგული დროის გამოც, და იმის გამოც, რომ შორიდან რთული იყო სახლ-კარისა და მეურნეობისთვის თვალყურის დევნება. თუმცა მთავარი მაინც შვილების აზრი იყო, რომელთაც ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად მიიღეს და ამბობენ, რომ სოფელში ბევრად უკეთ გრძნობენ თავს.
“ვნერვიულობდი ამაზე. ეს გადაწყვეტილება პირველად რომ გავაჟღერე, სოფოს ვუთხარი, ჯერ ბავშვებს ვკითხოთ, როგორ შეეგუებიან ამ ამბავს-მეთქი. იმიტომ, რომ ბავშვებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო – მათი აზრი ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო.
და, პრინციპში, სიმართლე რომ ვთქვა, გულის სიღრმეში რაღაცნაირი განცდა მქონდა, რომ არც არაფერი არ დაგვაკლდებოდა. ყოველდღიური საუბრები გვქონდა და ყოველთვის ვსაუბრობდით ამაზე, ეს ჩამოსვლის ამბავი ერთად დავგეგმეთ…. ზაფხილში გადმოვედით”, – განაცხადა გვანცა დარასელიას პოდკასტში ვახო ბიჭიკაშვილმა.

Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



