ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ვრცელდება წუხელ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის კადრები – ერთმანეთს თეფშებს, ჭიქებს და სკამებს ესროდნენ…

თეფშები, ბოთლები და სკამები ერთმანეთის წინააღმდეგ – მასობრივი ჩხუბი რესტორან “ხვანჭკარაში”…

ვარკეთილში, რესტორან “ხვანჭკარაში”, სტუმრებს შორის დაწყებული დაპირისპირება, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელში, თვითმხილველმა გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა სუფრასთან მყოფი სტუმრები. ჩხუბის მონაწილეები ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ და ესროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ: თეფშებს, შუშის ბოთლებსა და სკამებს. დაპირისპირების დროს დაზიანდა რესტორნის ინვენტარიც. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ როგორც მამაკაცები, ისე – ქალები.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის თავიდაპირველი მიზეზი სიმღერა გახდა.

ინციდენტთან დაკავშირებით, დაწყებულია სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

759 პუბლიკაცია ყველა სტატია