Uncategorized
Journalist
დილით საწოლიდან წამოდგომისას უეცრად გარდაიცვალა – ცნობილი გახდა საგარეჯოში დაღუპული 22 წლის გოგოს ვინაობა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც
1 წთ კითხვა
1.1 ათ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა. დილით საწოლიდან წამოდგომის დროს კი მოულოდნელად გარდაიცვალა.
თანასოფლელები ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას განიხილავენ. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის გოგო და 3 თვის ბიჭი დარჩა.
„ღმერთო, შენ გებარებოდეს ჩვენი სოფლის ყველაზე ულამაზესი პატარძალი!” – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
ავტორი
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
831 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



