ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ტრაგედია დატრიალდა…უმძიმესი კადრები ვრცელდება რა დეტალები ხდება ცნობილი?

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა.

ბენდის პოლიციის უფროსმა მაიკ კრანცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები და ერთი მასწავლებელი. გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თემის წევრმა, რომლის ვინაობაც მას არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.

Reuters-ი წერს, რომ შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა ხელახლა ააქტიურებს დებატებს იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

867 პუბლიკაცია ყველა სტატია