ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

VIDEO: დანა უაითის რეაქცია, როცა საბა ლაზიშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც UFC-ს 2 მებრძოლი დააგდო

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

ნიუ-იორკში, UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უაითს 21 წლის ქართველ მოჭიდავეზე, საბა ლაზიშვილზეც ჰკითხეს, რომელმაც დაპირისპირების დროს მერაბ დვალიშვილის დაცვა სცადა და რამდენიმე თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასა UFC-ის პრეზიდენტმა ახალგაზრდა ქართველის მოქმედება, რაზეც უაითმა მოკლედ უპასუხა:

„რა იდიოტების ხროვაა“, – ასე უწოდა უაითმა თავდამსხმელებს.

UFC-ის ხელმძღვანელმა აბუ დაბიში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი დაპირისპირება სრულიად მიუღებელია და მონაწილეებს შესაძლოა სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ.

„ეს აბსოლუტურად უაზრო და სულელური საქციელია. ახლა ყველა ციხეშია. აბუ დაბი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართველები რიცხობრივი უპირატესობის მქონე ჯგუფს წინააღმდეგობას უწევენ.

ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე პირები,

გააზიარე
ავტორი

wp_admin

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი