ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

თელავში, შვილმა დედას დანა კისერში დაარტყა და სახლიდან გაიქცა – რას მოჰყვა საშინელი ანგარიშსწორება?

თელავში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა – შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კაცმა დედას ჭრილობების კისრისა არეში მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 77 წლის ქალი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ოჯახში კონფლიქტი და დაპირისპირება ბევრჯერ იყო, რაც შვილის მხრიდან ალკოჰოლის ხშირ მოხმარებას  უკავშირდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებული თელავში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარე
ავტორი

Journalist

Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

1.1 ათ პუბლიკაცია ყველა სტატია